თავის დროზე, უოლტერ ოუენ ბენტლის უთქვამს, ყოველი ავტომობილი, რომელსაც მისი სახელის მქონე კომპანია გამოუშვებს, უნდა იყოს “კარგი მანქანა, სწრაფი მანქანა და საუკეთესო თავის კლასში”.
1919 წელს, “ბენტლიმ” კონცეპტუალური ავტომობილი EXP (ექსპერიმენტულის შემოკლებული აღნიშვნაა) გამოუშვა. ამ ავტომობილში ნოვატორული სულისკვეთება იყო ჩაქსოვილი, რომელიც კომპანიამ დღემდე შეინარჩუნა.
რა თქმა უნდა, “ბენტლის” დამაარსებელს უგზოობის ავტომობილების წარმოებაზე არც უფიქრია. მაგრამ ინგლისურმა კომპანიამ, რომელიც დღეს “ფოლკსვაგენის” იმპერიის წევრია, ჟენევის მოტორ შოუზე, სწორედ უგზოობის კონცეპტუალური მოდელი EXP 9F წარადგინა.